Journal of Georgian Studies
Total Page:16
File Type:pdf, Size:1020Kb
ქართველოლოგი THE KARTVELOLOGIST Journal of Georgian Studies 27 (12) PUBLISHED ANNUALLY BY THE CENTRE FOR KARTVELIAN STUDIES TBILISI STATE UNIVERSITY 2018 In a broad sense Kartvelology embraces the study of Georgian culture, history and all fields of the humanities: linguistics, literary criticism, art, archaeology, folklore, ethnography, and source study. “The Kartvelologist” is a bilingual (Georgian and English) academic journal, covering all spheres of Kartvelological scholarship. Along with introducing scholarly novelties in Georgian Studies, it aims at popularisation of essays of Georgian researchers on the international level and diffusion of foreign Kartvelological scholarship in Georgian scholarly circles. “The Kartvelologist” is issued both in printed and electronic form. In 1993-2009 it came out only in printed form (#1-15). The publisher is the “Centre for Kartvelian Studies” (TSU), financially supported by the “Fund for Kartvelian Studies”. In 2011-2013 the journal was financed by the Shota Rustaveli National Science Foundation. The Editorial Board: Foreign authors, together with their Georgian colleagues, are members of the Editorial Board of The Kartvelologist, taking an active part in shaping the scholarly style and form of the journal, authors of papers, occasionally reviewers of papers to be published, and popularizes in their home countries and scholarly centres of topics of Georgian Studies. Bakhtadze Michael (History) – Georgia; Beynen Bert (Rustvelology) - Philadelphia, USA; Boeder Winfried (Linguistics) – Germany; Buachidze Gaston (Kartvelology) – France; Chikhladze Nino (History of Georgian Art) – Georgia; Chotiwary-Jünger Steffi (Georgian literature) – Ger- many; Doborjginidze Nino (Linguistics) – Georgia; Enoch Reuven (The Georgian language, Georgian-Hebrew cultural contacts) – Israel; Fähnrich Heinz (Georgian linguistics) – Germany; Kojima Yasuhiro (Kartvelian languages) – Japan; Kudava Buba (Study of Manuscripts) – Georgia; Licheli Vakhtang (Archaeology) – Georgia; Magarotto Luigi (Georgian literature) – Italy; Melikishvili Damana (The Georgian language) – Georgia; Nikoleishvili Avtandil (Georgian literature) – Georgia; Nocun Przemyslaw (Archaeology) – Poland; Outtier Bernard (Medieval Studies) – France; Ratiani Irma (Literary criticism) – Georgia; Shurgaia Gaga (Georgian literature) – Italy; Sikharulidze Ketevan (Folklore) – Georgia; Tuite Kevin (Ethnography and folklore) – Canada. Editor: Elguja Khintibidze Each issue of the journal is prepared and published by the editorial staff: Khintibidze Elguja, Rusieshvili Manana, Melikidze Tamar, Guliashvili Sophio, Vardosanidze Tsira, Javakhadze Irina. In some cases the Editorial Board, the staff and the reviewers do not share the stylistic peculiarities and the views expressed in the papers published. CONTENTS GEORGIAN LITERATURE IN TRANSLATIONS The Mystery of the Unknown Poem by Rustaveli -------------- 9 STUDIES: linguistics Zurab Baratashvili: Grammatical Category of Version in Georgian and “Conjugation Prefixes” in Sumerian ----------- 52 Maya Barnaveli: The Meaning of the Words mkali (locusts) and veluri tapli (wild honey) Mentioned in the Gospel ------------------------ 96 STUDIES: GEORGIAN LITERATURE Hayate Sotome: Using Geopoetic Strategies of Romanticists by Ilia Chavchavadze --------------------------------------------122 Lela Khachidze: Romanos the Melodist and One of the Earliest Examples of Byzantine Hymnography --------------149 Elguja Khintibidze: An Artistic Image of Rustaveli in Shakespeare’s Cymbeline ---------------------------------------169 Sophio Guliashvili: New Russian Translation of The Life of Grigol Khandzteli------------------------------------------------193 STUDIES: Georgian ART Ketevan Gongadze: Theological Meaning of the Paintings of Matskhvarishi Archangel’s Church -------------------------215 STUDIES: GEORGIAN-FOREIGN LITERARY RELATIONS Anthony Stobart: Marjory Wardrop and Guria -----------236 CHRONICLE OF EVENTS Peter F. Skinner: On Publishing Twenty-Five Years in the Caucasus, 1842-1867, by Arnold L. Zisserman --------------253 Anthony Anderson: On the Monograph by Elguja Khintibidze ------------------------------------------------------264 Commentaries to The Man in a Panther-Skin Elguja Khintibidze: Two Commentaries Concerning the Kadjis of The Man in a Panther-Skin (in Georgian) --------267 ----------------------- ------------------------------------------------- ---------------------------------------- ------------------------------- THE KARTVELOLOGIST JOURNAL OF GEORGIAN STUDIES, 27, 2018 GEORGIAN LITERATURE IN TRANSLATIONS ჟურნალის წინამდებარე ნომერში ვაქვეყნებთ რუსთ- ველისეულად მიჩნეული ერთი უცნობი ლექსის ფრანგულ თარგმანს და ამ ფრანგული დედნიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებს. ფრანგული თარგმანით გამოქვეყნე- ბულმა ამ ლექსმა XX ს-ის ქართულ სამეცნიერო წრეებსა და პრესაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 1942 წელს მარსელში გამოიცა არაბულიდან ფრანგუ- ლად თარგმნილი ლექსების კრებული, სათაურით – „სიყ- ვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. მთარგმნელი და გამომცემელი – ფრანც ტუსენი [Franz Toussaint, Chants d’Amour et de Guerre de l’Islam, Marseille, 1942]. კრებულში 5 შეტანილია პროზაულად თარგმნილი არაბული, სპარსული, ავღანური, ბელუჯისტანური, ალტაური, თურქული, ეგვიპ- ტური, მაროკოული, ჰოგარული, ჩერქეზული და მათ შორის ქართული ლექსები, ქვესათაურით – Géorgie. ქართული განყოფილება წარმოდგენილია ოთხი ლექსით: თავად ზუმელის ვარდი, შავთელის დაბრკოლება, რუსთველის ვეფხის ტყავი და ანონიმის ღამე. ამ ლექსთაგან არც ერთი არაა ცნობილი ქართული წყაროებით, ავტორთაგან ცნობი- ლია რუსთველი და შავთელი, თუმცა მათი სახელები ფრან- გულ კრებულში თავისებური ტრანსკრიპციითაა – Chavtali, Roustoual. ცნობა ამ კრებულის შესახებ ქართულ პრესაში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და აზრთა სხვადასხვაობა პუბლიკაციისეული ფაქტების ჭეშმა- რიტების თაობაზე დღემდე არსებობს. უმთავრესი საკამათო საკითხი რუსთველისეულად მიჩნეული ლექსის ჭეშმარი- ტებაა. კომენტატორთა ერთი ნაწილი კატეგორიულად უარ- ყოფს ტუსენისეული ფაქტების ნამდვილობას. ამისთვის კი საკმარისად მიიჩნევენ იმას, რომ ეს ლექსები ქართული წყა- როებით უცნობია და ამ ცნობებში ზოგი რამ გაუგებარია: რუსთველის ლექსის სახელწოდებაა ვეფხის ტყავი, მაგრამ ვეფხისტყაოსანთან კავშირი არა აქვს; რუსთველისა და შავთელის სახელები გაუგებარი სახითაა მოხსენიებული; საქართველო მოქცეულია მაჰმადიანურ ქვეყანათა შორის... და, რაც მთავარია, რუსთველის სახელით ყალბისმქმნე- ლობის ფაქტები XIX და XX საუკუნის ევროპულ ჟურნალ- გაზეთებში დასტურდება (ა. თალასოს ანთოლოგია; ტრიკო- გლიდისის თარგმანები). საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას და ტუსენის პუბ- ლიკაციას მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს ამ ფაქტის კო- მენტატორთა მეორე ჯგუფი. ეს პოზიტიური თვალსაზრისი შემდეგ ფაქტებს ემყარება: ფრანც ტუსენი არ არის სენსაცი- ებს თუ გასამრჯელოს გამოდევნებული ახალბედა მწერალი თუ ჟურნალისტი. იგი ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე და არაბული, სპარსული და სანსკრიტული პოეზიის მთარგმ- 6 ნელია. მისი პუბლიკაცია არაა მხოლოდ ქართული, ან ორიოდე სხვა ნაკლებად ცნობილი ქვეყნის მკითხ- ველისადმი მიმართული, მკითხველი რომ შეცდომაში შეიყვანოს. მის კრებულში შეტანილია აღმოსავლური ლი- ტერატურის კლასიკური ნიმუშებიც: ჯალალ ედ დინ რუმის და ჰაფიზის ლექსები, ომარ ხაიამის რუბაიები, ნაწყვეტები ათას ერთი ღამიდან და სხვა. ასევე, რაც მთავარია, აღმოსავ- ლური რელიგიური ლიტერატურის ნიმუშები – სურები ყუ- რანიდან. ფ. ტუსენის ზეპირი გადმოცემით, რომელიც მან ამ საკითხით დაინტერესებულ ქართველ მკვლევარებს მიაწო- და, მას რუსთველის ლექსი ამოუღია ქაიროს უნივერსიტე- ტის წიგნთსაცავში დაცული აბუ ლ-ფარაჯის არაბული ლექსების კრებულიდან. ფიქრობენ, რომ ეს ავტორი უნდა იყოს წარმოშობით სირიელი ქრისტიანი არაბულენოვანი მწერალი, დაბადებული 1225 წლის ახლოს (ზოგი მკვლევა- რის დაზუსტებით, აბუ ლ-ფარაჯ იბნ ალ-იბრი) – ცნობილი სირიელი მწერალი, მთარგმნელი და კომპილატორი – ეპისკოპოსად მსახურობდა სომხეთში, ცხოვრობდა აზერბა- იჯანშიც. მის ნაწერებში არის ცნობები იბერიელებზე, ქართ- ველთა ქრისტიანობაზე მოქცევის თაობაზე, მონღოლებისა და ქართველების ურთიერთობაზე. ყველა ეჭვი ფ. ტუსენის პუბლიკაციის ნამდვილობის წინააღმდეგ არის სავარაუდო; ყველა მათგანი ფაქტების ჭეშმარიტებაზე მიმათითებლადაც შეიძლება იქნას ინტერ- პრეტირებული: სპეციფიკური დაწერილობა რუსთველისა და შავთელის სახელებისა (რუსთვალ/ რუსთუალ- ; შავ- თალ- ) შეიძლება ჩაითვალოს არაბული ანბანის სპეციფი- კით განპირობებულ არასწორ წაკითხვებად, ან ფრანგულ ენციკლოპედიებში მოხსენიებულ რუსთველის მცდარი სა- ხელწოდების განმეორებად. რუსთველის ლექსი ისეთი ხელნაწერიდან ამოღებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომელიც პოემა ვეფხისტყაოსნით იწყებოდა და ლექსის სათაურიც შესაძლოა ხელნაწერის (თუ კრებულის) სახელ- წოდებიდან მომდინარეობს, ხოლო სათაური ვეფხის ტყავიც 7 ქართული ვეფხისტყაოსნის თარგმანად შეიძლება იქნას მიჩნეული, – თავდაპირველად ამგვარად თარგმნიდნენ რუსთველის პოემის სათაურს მკვლევარებიც და მთარგმნე- ლებიც. ასე რომ, საფუძვლიანი ეჭვის შეტანა ფ. ტუსენის პუბლიკაციის ჭეშმარიტებაში, ნაადრევია. მეორე მხრივ, არც ისაა სასურველი, რომ ფრანგული თარგმანით გამოქვეყ- ნებული რუსთველისეულად მიჩნეული ლექსი ამთავითვე ჩავთვალოთ ჩვენი პოეტის შემოქმედების ჭეშმარიტ კუთვ- ნილებად. საკითხი საკვლევია. ამ ფაქტის მიჩქმალვა ან გა- უბრალოება არ შეიძლება. წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია ამ საკითხი- სადმი ინტერესი გავააქტიუროთ. კვლევა-ძიება უნდა გა- ნახლდეს როგორც არაბულ და სირიულ წიგნთსაცავებში, ასევე საზღვარგარეთის დიდ ბიბლიოთეკებში; როგორც მკვლევართა საგანგებო ჯგუფების მიერ, ასევე პრობლემით დაინტერესებულ მოგზაურთა თუ მოყვარულთა მიერ. რუსთველი არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ცივილიზაციის დიდი მოვლენაა. მისი შემოქმე- ბისადმი ინტერესი თანამედროვე ეპოქის ვალია. რუსთველისეულად მიჩნეული ლექსის ფრანგული ტექსტი ქვეყნდება კრებულიდან: “Franz Toussaint, Chants d’Amour et de Guerre de l’Islam”, მარსელი, 1942. პირველი ქართული თარგმანი ამოღებულია მიმოხილვიდან,