Illuminated Georgian Manuscripts and Historical Documents
Total Page:16
File Type:pdf, Size:1020Kb
ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა ILLUMINATED GEORGIAN MANUSCRIPTS AND HISTORICAL DOCUMENTS PRESERVED IN THE NATIONAL ARCHIVES OF GEORGIA ალბომში გამოყენებული მასალა დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში Materials used in the album are preserved in the National Archives of the Ministry of Justice of Georgia © ყველა უფლება დაცულია All rights reserved saqarTvelos saqarTvelos National erovnuli erovnuli Archives of arqivi arqivi Georgia National Archives of Georgia თბილისი 2016 Tbilisi Font geo: mamuka Font eng: Geomert231 Lt Bt cmyk:100,82,48,7 cmyk:100,82,48,7 რედაქტორ-შემდგენელი: ქეთევან ასათიანი პროექტის ავტორი: თეონა იაშვილი კონსულტანტები: მზია სურგულაძე, დალი ჩიტუნაშვილი წიგნზე მუშაობდნენ: ნინო ბადაშვილი, თამარ გაბუნია, თეონა გელაშვილი, თეა ქიმერიძე, ნატა ყუბანეიშვილი, ვერა შენგელია, თამთა შონვაძე, მანანა ჭუმბურიძე მთარგმნელები: ნინო გაბუნია, მარინე ყენია ინგლისური ტექსტის რედაქტორი: რონალდ სკოტ მანგუმი კორექტორი: მარიამ ჯანიკაშვილი ფოტო: თამარ გაბუნია, არმენ პეტროსიანი AUTHOR/COMPILER: Ketevan Asatiani AUTHOR OF PROJECT: Teona Iashvili KONSULTANTS: Mzia Surguladze, Dali Chitunashvili EDITIon Assistants: nino Badashvili, Tamara Gabunia, Teona Gelashvili, Tea Kimeridze, nata Kubaneishvili, Vera Shengelia, Tamta Shonvadze, Manana Chumburidze TRANSLATOR: nino Gabunia, Marine Kenia EDITor of EnGlISh TExT: ronald Scott Mangum Proof-reader: Mariam Janikashvili PHOTO: Tamar Gabunia, Armen Petrosiani 2011 წელს საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ბაზაზე მომზადდა გამოცემა „საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები“1. მინიატურების უდიდესი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა, შესაბამისად, წიგნმა დიდი სამსახური გაუწია ხელნაწერითა და მისი მოხატულობით დაინტერესებულ პირებს. წინამდებარე გამოცემა მეორე შევსებული ვერსიაა. დღემდე გამოქვეყნებულ მასალასთან ერთად, აქ შესულია ისეთი მინიატურები, რომელთა შესახებ ინფორმაცია აქამდე არსებულ კატალოგებსა თუ სხვა საცნობარო ლიტერატურაში მითითებული არ იყო. ალბომში ცალკე ადგილი უჭირავს ეროვნულ არქივში დაცულ მოხატულ ისტორიულ საბუთებს. რასაკვირველია, ყველა მინიატურა თუ დეკორი ერთ გამოცემაში ვერ მოთავსდა, თუმცა ამ დრომდე გამოვლენილი და დადგენილი საეტაპო მნიშვნელობის მასალა სრულად არის წარ მოდგენილი. ხელნაწერების შეფასების კრიტერიუმები ნაირგვარია: სიძველე, შინაარსი, მოხატულობა, ის ტო რიული მნიშვნელობა და ა.შ. მოხატული ხელნაწერები ერთი დიდი ჯგუფია, რომელიც მკვლე ვართა, განსაკუთრებით კი ხელოვნებათმცოდნეთა ყურადღებას იპყრობს; მინიატურები, კამარები, თავსამკაულები, საზედაო გრაფემები, დეკორი – თითოეულ ამ კომპონენტს განსაზღვრული მნი შვნელობა ენიჭება და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ენაზე გადმოსცემს დამწერის, გა დამწერის, დამკვეთის (მომგებლის), მხატვრისა თუ განმაახლებლის სათქმელს. დღემდე მოღწეულ ქართულ ხელნაწერ წიგნებში პირველი მინიატურები მხოლოდ IX საუ კუ ნიდან ჩნდება. „ანბანდიდი სახარება“, რომელიც ოთხთავის შემცველ უძველეს და იშვიათ ხელ ნაწერთა რიგშია (ოპიზის (913 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) და ა.შ.)2, გაფორმების თვალსაზრისითაც ერთერთი უადრესია. ტექსტის დეკორს წარმოადგენს მკაცრად ორგანიზებული ჩარჩო, ხელნაწერში ჩართული გოლგოთის ჯვარი (96r), დეკორირებული და სინგურით შემკული საზედაო გრაფემები, აქცენტირებული დასასრულები. ამ პერიოდის ხელნაწერთაგან, მოხატულობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია 897 წელს გადაწერილი უმშვენიერესი ადიშის ოთხთავი3 (კამარები და მოციქულების მინიატურა) თუ 936940 წელს გადაწერილი ჯრუჭის (I) ოთხთავი4 (ღვთისმშობლის გამოსახულება, მახარებელთა მინიატურები). სამწუხაროდ, არ შემორჩა ანბანდიდი სახარების5 სწორედ დასაწყისი, სადაც, დიდი ალბათობით, შემკულობის 1. საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები/ქართულ ხელნაწერთა კოლექცია (IXXIX სს.), რედაქტორშემდგენელი მანანა ჭუმბურიძე, თბილისი, 2011 წ. 2. სამივე ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 3. დაცულია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. 4. დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 5. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 3 მეტი დეტალი ან სულაც მინიატურა შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ხელნაწერის მოღწეული ნაწილითაც შეიძლება მსჯელობა მის თავდაპირველ გაფორმებაზე, სტილზე, მომხატველისა თუ გადამწერის გემოვნებაზე. ანბანდიდ სახარებაში განსაკუთრებით გამოირჩევა ლუკას თავის ბოლოსამკაული, რომელიც ჯვარედინ ხაზებში ჩასმული წერტილებით არის შემკული და ბოლოში ლოგიკურად სრულდება გოლგოთის ჯვრის გამოსახულებით; გამოყენებულია მხოლოდ ყავისფერი და წითელი – სინგური მელანი. დეკორის ელემენტები მარტივია, თუმცა სიმეტრიულობა და პროპორციები დაცულია: ჯვარი ზუსტად არის ჩასმული განკანონების ხაზებში (დიდი ალბათობით, ხელნაწერი გადამწერის მიერ უნდა იყოს მოხატული). სახარების ერთგვარ შემკულობად შეიძლება ჩაითვალოს სადა და, ამავე დროს, მონუმენტური ხასიათის, შიგადაშიგ კი, სტილიზებული საზედაო გრაფემები. საერთო ჯამში კი, წარმოგვიდგება ერთერთი ულამაზესი და უძველესი ქართული ხელნაწერი. ეკლესიასა და სახელმწიფოში მიმდინარე ცვლილებები (საეკლესიო რეფორმები, ქვეყნის პო ლიტიკური კურსის შეცვლა და ა.შ.) აისახებოდა არა მხოლოდ ტექსტების შინაარსზე; ბიზანტიამ, ბიზანტიური წიგნის კულტურამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მწიგნობრობაში საკუთარი დახვეწილი და მდიდრული სტილით, საუცხოო დეკორით, სრულყოფილებამდე მი სუ ლი მინიატურით, გამორჩეული კოლორიტულობით. ქართველმა მწიგნობრებმა შესანიშნავად აითვისეს წიგნის ხელოვნების ეს წყარო, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს 1030 წელს ხორას მონასტერში ზაქარია ვალაშკერტელის დაკვეთით ბასილი ეტრატას მიერ გადაწერილი მცირე სვინაქსარი6 – კონსტანტინოპოლური ტიპიკონის ამსახველი, ალბათ, ერთერთი უადრესი ქართული ხელნაწერი, რომლის, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. მცირე სვინაქსარი სამართლიანად ითვლება ბიზანტიური სტილის მინიატურისა და შემკულობის უმაღლეს საფეხურად. ქართული სახელმწიფოსთვის იწყება ოქროს ხანა და ეს სიდიადე ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში – ეკონომიკასა და პოლიტიკაში, კულტურასა და განათლებაში – აისახება. იქმნება მთე ლი ნაკადი ხელნაწერებისა, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ საგანძურს დაამშვენებდა: ალავერდის ოთხთავი (1059 წ.)7, ვანის ოთხთავი (XIIXIII სს.)8, ლაფსყალდის ოთხთავი (XIIXIII სს.)9, ბექასა და ბეშქენ ოპიზრების მიერ მოჭედილი ოთხთავები (XIIXIII სს.)10, ასტროლოგიური ტრაქტატი (1188 წ.)11 და ა.შ. ამ პერიოდში გადაწერილ სახარებათაგან მოხატულობითაც საუკეთესოთა რიგშია ეროვნულ არქივში დაცული ორი ხელნაწერი: ა) XIXII სს.ით დათარიღებული მინიატურული ზომის სახარების პირველ 12 გვერდზე კამარებია წარმოდგენილი; თითოეულ კამარას შუაზე ყოფს სრულიად განსხვავებული ფერადოვნებითა 6. დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 7. იქვე. 8. იქვე. 9. დაცულია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. 10. დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 11. დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 4 და გამორჩეული არქიტექტონიკით აწყობილი სვეტები. კამარების თავსა და არშიებზე მითიური ცხოველები და სხვადასხვა ხასიათის შემკულობებია წარმოდგენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ხელნაწერის თავსამკაულები, საზედაო გრაფემები და მარგინალიების სახით წარმოდგენილი თავისებური კომპოზიციები. ოთხივე სახარების დასაწყისი ორნამენტირებული, ფერადი пის ფორმის თავსამკაულით არის შემკული; იწყება მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით გაწყობილი სტილიზებული საზედაო გრაფემებით; ოთხივეს მარჯვენა მხარეს დართული აქვს მარგინალიები მითიური ფრინველებით, ყვავილოვანი ორნამენტებითა და ა.შ. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ოთხივე სახარების არშიები ჩამოჭრილია, ზედა არშიების შემკულობები თითქმის არ ჩანს. ბ) ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ანჩის სახარება, რომელიც წყაროსთავში გადაიწერა XIIXIII სს.ში, სოფრომ მწიგნობარმა ბექა ოპიზარს მოაჭედინა, ხოლო შემდეგ ანჩის ღვთაების ხატს შესწირა. ბექა ოპიზრის ყდამ, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ოთხთავში ოდესღაც არსებული ოთხი მინიატურიდან მხოლოდ ერთი – მათე მახარებლისა არის შემორჩენილი, ისიც დაზიანებული. მინიატურის ფერები თითქმის მთლიანად დაკარგულია, კარგად შემონახულ ოქროს ფონზე მახარებლის მხოლოდ კონტურებიღა გაირჩევა. მარტივია ჩარჩოცა და ორნამენტებიც; მახარებლის გამოსახულება სადა, მშვიდი და მრავლისმეტყველია, მას წინ ანა ლოღია უდგას, საწერი ეტრატი კი მუხლებზე აქვს გადაფენილი. ხელნაწერი ფორმატით ახლოს დგას წყაროსთავის (1195 წ.), ბერთისა (XII ს.) და ვარძიის (XIIXIII სს.) ხელნაწერებთან12. ქართული მინიატურისტიკის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს XIIIXIV სს.ით დათარიღებული უკი დურესად დაზიანებული მინიატურა – წმიდა შიო მღვიმელისა და მის წინ დაჩოქილი, საერო ტან სა ცმელში გამოწყობილი ევაგრეს გამოსახულებით13. დაახლოებით XIV საუკუნიდან ხელნაწერის მოხატულობაში მეტი დეტალი ჩნდება: მინიატურის ძირითადი ნაწილის გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა ფონს, ავეჯს, ცალკეულ ელემენტებს. იცვლება ფერთა გამა, გემოვნება, სტილი. ქართულ ხელნაწერში ამის საუკეთესო მაგალითად ხშირად 1300 წელს გადაწერილ მოქვის სახარებას ასახელებენ14. სწორედ ამ პერიოდში (დაახლოებით XIV ს.) უნდა იყოს გადაწერილი ეროვნულ არქივში დაცული სახარება, რომელიც პალიმფსესტია და ამ პალიმფსესტურ შრეებში გაირჩევა როგორც ბევრად უფრო ადრეულ პერიოდში გადაწერილი ასომთავრული, ისე ნუსხური ნაწერი. ოთხთავში გვხვდე ბა სამი მინიატურა მახარებელთა გამოსახულებებითა და შესაშური გემოვნებით შემკობილი თავ სამკაულები. ეპოქას ეპოქა ცვლიდა, ოქროს ხანა შიდა არეულობის, გარეშე მტერთა შემოსევებისა და დაცემის ხანამ შეცვალა, გარდაუვალი იყო ცვლილებები, რაც ხელნაწერი წიგნის შედგენის პრინციპებს, შინაარსსა და ფორმასაც შეეხო. მაგალითად, დღეისათვის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელია ისეთი კრებული, როგორიცაა გულანი. გულანების რაოდენობა ქართულ ხელნაწერთა საცავებში არც ისე ცოტაა. მათი ერთი ნაწილი მოხატულია. ეროვნულ არქივში დაცული გულანის მინიატურები უჩვეულოდ დიდი ზომების არის (340x273). 12. სამივე ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 13. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 14. დაცულია კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 5 ხელნაწერზე დაწყებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ცხადყო, რომ მინიატურები თავდა პირველად სხვა ხელნაწერისათვის იყო განკუთვნილი.