Music International Summer Academy
Total Page:16
File Type:pdf, Size:1020Kb
Music International Summer Academy მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია მასტერკლასი / ვორქშოფი / სემინარი / კონცერტი Master Classes / Workshops / Seminars / Concerts თბილისი ბათუმი 16 - 20 ივნისი, 2017 21 - 28 ივნისი, 2017 16 - 20 June 2017, Tbilisi 21 - 28 June 2017, Batumi ჩვენი ორგანიზაციის მისია „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის - შორენა ცინცაბაძის მიერ, 2015 წელს. ასოციაცია ახორციელებს პროექტს „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ -MISA, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება. ასოციაციის უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA გეგმავს გაზარდოს კლასიკური მუსიკის ცნობადობა, მისცეს ცოდნა სტუდენტებს და დაეხმაროს მათ პროფესიულ წინსვლაში. MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორების და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასტერკლასები, ლექციები და სემინარები. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას. MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები. აღსანიშნავია, რომ MISA არის საქველმოქმედო ხასიათის პროექტი. „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ - MISA აერთიანებს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე ახალგაზრდებს, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განავითარონ პროფესიული უნარები. MISA-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება ე.წ. ვორქშოფები, რომელთაც ექნება პოზიტიური გავლენა არამარტო ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო, არამედ ტურიზმის სფეროს განვითარებაზეც. Goals and Mission of MISA “Young Musicians International Association of Georgia” was founded by young Georgian pianist Shorena Tsintsabadze in 2015 year. The association implements the project called “Music International Summer Academy” - MISA which will be organized this summer third time. The primary goal of the association is to promote classical music among Georgian youth with educational and cultural activities. MISA will raise awareness regarding classical music, giving knowledge to students and help them to develop their professional career. In frames of MISA the master classes, lectures and seminars are provided by famous professors and musicians from abroad where young participants are introduced to their professional experiences. MISA discovers the best new talents on the scene of classical music today in Georgia, motivates them and supports them to develop their creativity and advance their career. It is worth to mention that MISA is a charity project. Music International Summer Academy brings together different departments of classical music with young artists in order to exchange ideas and improve their professional skills. In frames of MISA will be organized workshops in different cities and regional centers of Georgia, which will have surely positive influence not only on cultural and educational development of a country but also on the field of tourism. ძვირფასო მეგობრებო, ბედნიერი ვარ, წარმოგიდგინოთ „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ მესამე სეზონი, რომელიც წელს ქალაქ თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ბათუმში ჩვენი მხარდამჭერია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. საქართველო უმდიდრესი მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა, რომელმაც, როგორც ფოლკლორის, ისე კლასიკური მუსიკის განხრით მსოფლიო კულტურულ სივრცეში თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს შანსი, დაიმკვიდროს თავი მსოფლიო კლასიკური მუსიკის სამყაროში. სწორედ ამიტომ დავაარსე „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“, რომელიც უკვე მესამე წელია, ახორციელებს პროექტს - მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია - MISA. MISA-ს უმთავრესი მიზანი გახლავთ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დახმარება, მათში მოტივაციის გაზრდა, მათი შემოქმედებითი და პროფესიონალური უნარჩვევების განვითარება. აკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს გამორჩეულ, ცნობილ მუსიკოსებს, რომელთა მასტერკლასები, ინდივიდუალური გაკვეთილები და ლექციები, საშემსრულებლო გამოცდილებისა და სასარგებლო იდეების გაზიარებასთან ერთად, ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს აამაღლებს. მჯერა, რომ MISA მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ამასთანავე, საერთაშორისო სტატუსიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. MISA-ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე Dear Friends, I am happy to present you the third edition of the Music International Summer Academy - MISA which will be held this year in Tbilisi and Batumi in collaboration with Batumi State Music Center and Batumi State City Hall. As far as Georgia is the country of rich history and culture and occupies its own special place in folk and classical music heritage of the world. I believe that Georgia has the chance to occupy the special place in contemporary classical music. In order to promote classical music among young people I have founded “Young Musicians International Association of Georgia”. In this regard, one of the first and important activity of the association was the establishment of Music International Summer Academy - MISA. The main goal of our association is to introduce the young talents to the wide audience and improve their professional skills with the help of outstanding musicians and professors. I want to emphasize that each musician invited by the association is extraordinary artist, who explored creative career and has unique personality. It should be noted that MISA is planning to organize events in different cities and regional centers of Georgia to attract the international students and wide audience. I believe that MISA will give the contribution in the development of classical music in Georgia and therefore in the field of tourism. Founder and Artistic Director of MISA Shorena Tsintsabadze მოხარული ვარ, რომ მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია საქართველოში პირველად დაარსდა ქ. ბათუმში 2015 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემია წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება და აღწევს იმ მიზანს, რომელიც აკადემიას დაარსებიდანვე ჰქონდა განსაზღვრული. აკადემიის მიზანი გახლავთ ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. ასევე, აკადემიის ფარგლებში მსოფლიო დონის და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მასტერ კლასების ჩატარება და ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის ხელშეწყობა. ის ფაქტი, რომ აკადემია ყოველ წელს არა მხოლოდ ბათუმში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება, რაც უწყობს ხელს ქვეყანაში კულტურისა და მუსიკალური მიმართულებით განათლების დონის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მუსიკოსს, რომელმაც პიანისტ შორენა ცინცაბაძის ინიციატივას მხარი დაუჭირა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იღებს მონაწილეობას ამ პროექტში. წარმატებებს ვუსურვებ აკადემიის ორგანიზატორებს. ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი I am so glad, that Music International Summer Academy MISA in Georgia was organized for the first time in Batumi 2015. It is worth to mention that year after year MISA is becoming more impressive and is definitely achieving their goals. The main goal of MISA is to invite the outstanding musicians over the world and famous Georgian musicians living abroad to provide the master classes for young talented musicians. The fact, that the Academy is not only held in Batumi, but also in different regions our country, means that such projects improve the level of musical education and cultural projects in Georgia. I would like to thank all musicians, who support the academy, stand beside the pianist Shorena Tsintsabadze and participated in this project for free. I wish the academy’s organizers success for many years to come. Mr. Georgy Ermakov Mayor of Batumi City Hall მასტერ კლასები / MASTER CLASSES ჟაკ ტიბოს სახ. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, Folkwang Hochschule-ს პროფესორი ნანა იაშვილი (ვიოლინო) “ჩვენ ვისიამოვნეთ მევიოლინე ნანა იაშვილის შესრულებით, მისი ბგერის ცოცხალი და შესანიშნავი ჟღერადობით, შინაგანი ბრწყინვალების და პათოსის თანაარსებობა მას ჩვენი დროის უდიდეს ვირტუოზად წარმოაჩენს”, Neue Westfälische Zeitung; არტისტული ქარიზმა განპირობებულია ქართული და გერმანული კულტურების გავლენით. იგი დაიბადა თბილისში, სადაც მან მიიღო მუსიკალური განათლება და ტექნიკური გამოცდილება თავისი მამისგან – პროფესორ ლუარსაბ იაშვილისგან. შემდგომ, მან გაიარა ცნობილი მევიოლინეს, პროფესორ ლეონიდ კოგანის კლასი მოსკოვის კონსერვატორიაში. იგი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (მონრეალი, პარიზი). იგი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც ჟაკ ტიბოს საერთაშორისო კონკურსზე მოიგო გრან-პრი, აქვე მას მიანიჭეს სპეციალური პრიზი მ. რაველის “Tzigane”-ს საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ნანა იაშვილი თანამშრომლობს სახელგანთქმულ ორკესტრებსა და მათ ისეთ ცნობილ დირიჟორებთან როგორებიც არიან: კ.აბადო, კ.ბოჰმი, კ.მაზური, ვ.ნეიმანი, ალ.დმიტრიევი, უ. ლაოვიჩი, ნ.იარვი, ი.მენუჰინი, ვ.გერგიევი, პ.კოგანი და ჯ.კახიძე. ნ.იაშვილი მონაწილეობს სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალებში. ფართოა მისი მუსიკალური საშემსრულებლო რეპერტუარი – ბაროკოდან თანამედროვე კლასიკამდე. ნანა იაშვილი გახლავთ გერმანიის ქალაქ ესენის Folkwang Hochschule-ს პროფესორი. ის ატარებს მასტერკლასებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ნანა იაშვილი უკრავს ნიკოლა გალიანოს 1732 წლიან ვიოლინოზე. A Gold Medalist from the Jacques Thibaud International Competition, Professor of Folkwang Hochschule (Essen), Nana Jashvili (violin) "We enjoyed the performance of the violinist Nana Jashvili with her deep and brilliant sound, inner radiance and absence of any false pathos as one of the greatest virtuosos of our time.” Neue Westfälische Zeitung; Artistic charisma and outstanding instrumental technic were developed under the influence of two cultures: born in Tbilisi (Georgia) she received her