Disertacia.Pdf
Total Page:16
File Type:pdf, Size:1020Kb
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოოლოგიის ინსტიტუტი ღოღობერიძე ლანა შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელა ხოჭოების (Coleoptera: Rhynchitidae, Attelabidae, Apionidae, Nanophyidae, Dryophthoridae, Curculionidae) ფაუნისტურ - ეკოლოგიური გამოკვლევა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დ ი ს ე რ ტ ა ც ი ა 03. 00. 08. ზოოლოგია სამეცნიერო ხელმძღვანელი: ავთანდილ ჭოლოკავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თბილისი 2006 1 შ ი ნ ა ა რ ს ი შესავალი; თავი 1. შიდა ქართლის ბარის მოკლე ფიზიკურ - გეოგრაფიული დახასი- ათება; თავი 2. შიდა ქართლის ცხვირგრძელების ფაუნის შესწავლის ისტორია; თავი 3. მასალა და მეთოდიკა; თავი 4. შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელა ხოჭოების ანოტირებული სიის ანალიზი; თავი 5. შიდა ქართლის ბარში 2002-2003 წწ. ცხვირგრძელა ხოჭოების სახეობათა რიცხოვნობის დინამიკა თვეების მიხედვით და მათი პროცენტული შეფარდება სახეოაბათა საერთო რაოდენობასთან; თავი 6. შიდა ქართლის ბარში საველე სამუშაოებისათვის გამოყოფილ სტაციონა- რებზე 2002-2003 წწ. გამოვლენილი ცხვირგრძელა ხოჭოების – რიცხოვ- ნობა სტაციონარებში, სტაციონარებს შორის საერთო სახეობები და მა- თი მსგავსების კოეფიციენტები; თავი 7. შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელა ხოჭოების ზოოგეოგრაფიული ანა- ლიზი; თავი 8. ცხვირგრძელების კვებითი კავშირები და სამეურნეო მნიშვნელობა; დასკვნები; ლიტერატურა ; დანართი - შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელა ხოჭოების ანოტირებული სია; 2 შ ე ს ა ვ ა ლ ი ცხოველთა სამყაროს ათვისების, დაცვისა და რეკონსტრუქციის ბიოლოგიურ სა- ფუძვლების დამუშავება, უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ამა თუ იმ რეგიონში მათი ცალკეული ჯგუფის ყოველმხრივ შესწავლასთან. განსაკუთრებით იგი მნიშვნე- ლოვანია ცხოველთა იმ ჯგუფების შესწავლასთან დაკავშირებით, რომლებსაც აქვთ, რო- გორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა და დიდ ბიოლოგიურ როლს ასრუ- ლებენ, როგორც ბუნებრივ ბიოცენოზებში, ისე აგროცენოზებში. ასეთი გამოკვლევების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცხოველთა ამა თუ იმ ჯგუფის ბი- ომრავალფეროვნების შესწავლას, სასარგებლო და მავნე ფორმების გამოვლენას, ბიოცე- ნოზებში მათ თვისობრივ და რაოდენობრივ შეფარდებას, დინამიკას წლის სეზონების ან უშუალოდ თვეების მიხედვით და რეგიონის რეზერვაციებში მათი ფორმირების საკით- ხებს გარემო პირობათა კომპლექსისა და ანტროპოგენური ფაქტორების გათვალისწინე- ბით. ასეთი გამოკვლევები ცხოველთა მოსახლეობის მოსალოდნელი ცვალებადობის პროგნოზის საფუძველია, რაც აუცილებელია სასარგებლო ფორმების დაცვისა და მავნე სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებათა მეცნიერული სა- ფუძვლების დასამუშავებლად. ამასთან, ცხოველთა ჯგუფის ეკოლოგიურ-ფაუნისტური კვლევებისას, ისეთი თეორიული საკითხების დამუშავება, როგორიცაა თითოეული სა- ხეობის არეალისა და არეალის ტიპზე დაყრდნობით სახეობათა და მათი გენეტიკურად ახლო მდგომი ჯგუფების ზოოგეოგრაფიული რაობის გარკვევა, წარმოადგენს ცხოველ- თა სამყაროს დედამიწაზე განსახლების საერთო კონცეფციის ფორმულირების საფუძ- ველს. წინამდებარე ნაშრომი ეხება მწერების ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის, ხეშეშფრთი- ანთა რიგის - ცხვირგრძელა ხოჭოების (Coleoptera: Rhynchitidae, Attelabidae, Apionidae, Nanophyidae, Dryophthoridae, Curculionidae) ფაუნისტურ-ეკოლოგიურ გამოკვლევას სა- ქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში ქართლის ბარში. ჯგუფისა, რომელიც სა- ხეობათა რაოდენობით ცხოველთა ოჯახებს შორის ყველაზე დიდია მსოფლიოში. კერ- ძოდ, დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე ცნობილია ცხვირგრძელების სახეობათა 45000 ათასზე მეტი, პალეარქტიკაში აჭარბებს 8000 სახეობას, ყოფილ სსრ კავშირის ტერიტო- 3 რიაზე 4000-ს, ხოლო საქართველოში ა. ჭოლოკავას (Чолокава, 1996) მიერ დაფიქსირებუ- ლია 907 სახეობა. ცხვირგრძელა ხოჭოებისათვის უპირველეს ყოვლისა დამახასიათებელია სხეულის თავისებური აგებულება. კერძოდ, მისი წინა ნაწილი წაგრძელებულია და წარმოქმნის თავმილს ანუ ხორთუმს. ცხვირგრძელების ოჯახები იყოფა 2 ძირითად განყოფილებად, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, როგორც მორფოლოგიური, ისე ბიოლო- გიური თავისებურებებით და ევოლუციური გზით. უფრო უძველეს ფორმებად ითვლე- ბა ე.წ. ცხვირგრძელები ანუ გრძელხორთუმიანები - Phanerignatha (იხ. სურ. 1, 2 გვ. 5) რომლებიც მეცნიერების აზრით უნდა წარმოქმნილიყვნენ ადრეულ მეზოზურ ერაში და შემდეგ, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, როგორც ქსოვილში და სპეციალიზირებული მცე- ნარეებთა მჭიდრო კავშირში მყოფი ფიტოფაგები. მეორე ჯგუფს ეკუთვნის მოკლეხორ- თუმიანი ფიტოფაგები - Adelognata (იხ. სურ. 2, გვ. 5) რომლებიც წარმოშობილნი უნდა იყვნენ მეზოზური პერიოდის შუა ცარცული პერიოდიდან და არა მასზე ადრე. მათი ევოლუცია განსხვავებით გრძელხორთუმიანებისა ძირითადად წარიმართა მატლების ნიადაგში განვითარების მიმართულებით, ყოველგვარი ვიწრო კვებითი სპეციალიზაცი- ის გარეშე. ამასთან შესუსტდა იმაგინალური ფორმების კავშირი მცენარეებთან. ორივე განყოფილებას დღესაც თან ახლავს მორფოლოგიურად და ბიოლოგიურად სახეობათა გარკვეული რაოდენობის გარდამავალი ფორმები (Арнольди, Заславский, Тер-Минасян, 1965). კვებითი კავშირების მიხედვით ცხვირგრძელა ხოჭოების დიდი უმრავლესობა ფი- ტოფაგია. იშვიათად კი ფიტოსაპროფაგი. მცენარეებთან მათი კავშირი ძლიერ ფართო და ნაირგვარია. ძნელია მოიძებნოს ისეთი მცენარე, რომელთანაც დაკავშირებული არ იყოს ცხვირგრძელა ხოჭოების სახეობები. ცხვირგრძელების უმრავლესობა ვითარდება მცენარეთა ქსოვილების ხარჯზე, მათ შიგნით. მრავალი სახეობის მატლები კი ვი- თარდება ნიადაგში, 4 1 2 სურ. 1. მუხის ცხვირგრძელა – სურ. 2. ესპარცეტის კოჟრის ჩურცულიო გლანნდიუმ (Marsch.) – ცხვირგრძელა – შიტონა გრძელხორთუმიანი ცხვირგრძე- ცალლოსუს (Gyll.) – მოკლე ლების ტიპიური წარმომადგენელი ხორთუმიანი ცხვირგრძელების ტიპიური წარმომადგენელი იკვებებიან რა მცენარეთა ფესვებით, იშვიათად ჩამოცვენილი ფოთლებით და პარკოსან მცენარეთა ფესვებზე განვითარებული კოჟრებითაც კი (გვარი Sitona). ნაწილი სახეობა- 5 თა მატლები ვითარდება მცენარეთა მიწისზედა ორგანოებში. როგორც მატლები, ისე ხოჭოები იკვებებიან მცენარეთა ღეროებით, ფოთლებით, საფოთლე და საყვავილე კვირ- ტებით, კოკრებით, ყვავილებით, ყვავილედებით, და ნაყოფით და თესლით. ზოგი კი იკვებება მცენარეთა დამპალი მერქნით (ქვეოჯახი Cossoninae). ცხვირგრძელების სახეო- ბათა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკავშირებულია ბალახოვან მცენარეებთან, უმთავ- რესად ორლებნიანებთან, შედარებით მცირე ნაწილი კი ერთლებნიანებთან. ცხვირგრძე- ლა ხოჭოების დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია ველურად მოზარდ მცენარეებთან, მათ შორის სარეველებთან. შედარებით ბუნებრივი სტაციები ცხვირგრძელების სახეობა- თა მრავალ სახეობას აძლებს შესაძლებლობას თავი შეინარჩუნონ მაშინაც კი, როცა ათ- ვისებულ ტერიტორიაზე გარკვეულ ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად ხდება ამა თუ იმ სახეობის პოპულაციის მთლიანი განადგურება. ცხვირგრძელებს შორის ძალიან ბევ- რი სახეობა მცენარეთა პირველხარისხოვანი მავნებელია. ისინი აზიანებს თითქმის მინ- დვრის ყველა კულტურას, ბოსტან-ბაღჩის და ტექნიკურ კულტურებს, ბაღებს, ტყის მერქნიან მცენარეებს, ტექნიკურ მერქანს, მცენარეულ პროდუქტებს ბეღლებსა და საწყო- ბებში, ცხოველთა საკვებ ბალახებს და ა.შ. ცხვირგრძელების დიდ ნაწილი ოლიგოფაგია. ნაწილი კი მონოფაგი და პოლიფაგი. ამასთან ერთად, რადგან ცხვირგრძელების ნაწილი სარეველა მცენარებით იკვებება, ამ უკანასკნელთა დათრგუნვის მნიშვნელოვან ფაქ- ტორს წარმოადგენენ. ამავე დროს ცხვირგრძელები წარმოადგენენ სხვა ორგანიზმების საკვებ ობიექტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოცენოზებში მიმდინარე კვებით ჯაჭვებში. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ მათ შესწავლას უაღრესად დიდი მნი- შვნელობა აქვს, როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით ამ ჯგუფის ფაუნის სიძველე, სახეობათა უმრავლესობის ფართო არეალი, კავკასიაში საერთოდ და საქართველოში კერძოდ გამოვლენილ სახეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის ენდემიზმის მაღალი ხარისხი ასრულებს ინდიკარტორის როლს ზოოგეოგრაფიული საკითხების ახ- სნისა და ამა თუ იმ რეგიონში მათი ფორმირებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათ- ვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და მათ შორის შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელა ხოჭოები ფაუნისტურად და ეკოლოგიური ძირითადი მომენტების 6 თვალსაზრისით საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ჩვენ მიზნად დავისახეთ შემდეგი ამოცანები: იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ქართლის ბარში ცხვირგრძელების ფაუნის შეს- წავლა სხვადასხვა უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერების მიერ მომდინარეობს 1878 წლიდან, ლიტერატურაში დაგროვდა დიდძალი მასალა მათი სახეობრივი შემადგენ- ლობის შესახებ. უპირველეს მიზნად დავისახეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სრულად ასახავდა იგი დღევანდელ სინამდვილეს. ყოველივე ეს აუცილებელ მხარედ მივიჩნიეთ თუგინდ იქიდან გამომდინარე, რომ დროის ამ დიდ მონაკვეთში ანთროპოგენური ზე- მოქმედების შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა შიდა ქართლის ბიოცენო- ზებმა. საჭირო შეიქნა შეგვემოწმებინა შეიცვალა თუ არა ცხვირგრძელების სახეობათა რაოდენობა და სტრუქტურა და თუ იგი ასე მოხდა გაგვერკვია მისი გამომწვევი მიზეზე- ბი. ზემოაღნიშნული მიზნის სრულყოფილად განსახორციელებლად შიდა ქართლის ბარის ცხვირგრძელების ფაუნის სახეობათა რაოდენობის და სტრუქტურის გადამოწმება მოგვეხდინა, არა მხოლოდ ტრადიციული მარშრუტული გამოკვლევებით, არამედ შიდა ქართლის სხვადასხვა უბნებში გამოყოფილ სტაციონარებზე წლიურ და სეზონურ (თვე- ების მიხედვით) დინამიკაში შესწავლით. განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია იმ სახეობებისათვის, რომლებიც შიდა ქართლის ტერიტორიისათვის თითქმის საუკუნეზე მეტ პერიოდში, როგორც უცხოურ, ისე სამამულო ლიტერატურაში, ლიტერატურიდან ლიტერატურაში გადადის, მაგრამ რეალურად ისინი არავის არა უნახავს არა მხოლოდ შიდა ქართლში, არამედ საერთოდ საქართველოში, რაც წარმოადგენს მრავალი უზუსტობის და გაუგებრობის საფუძველს. ამ მიზნით საბოლოოდ გადაგვეწყვიტა შიდა ქართლში მათი არსებობა-არასებობის საკითხი. შიდა ქართლის ბარში გამოყოფილ სტაციონარებზე 2002-2003 წლებში სეზონურ დინამიკაში შეგვესწავლა ცხვირგრძელა ხოჭოების სახეობათა სტრუქტურა და რიცხოვნობა თვეების მიხედვით და მათი პროცენტული შეფარდება შიდა ქართლის ბარში ჩვენს მიერ გამოვლენილი სახეობათა საერთო რაოდენობასთან. 7 დაგვედგინა შიდა ქართლის ბარში გამოყოფილ სტაციონარებს შორის ცხვირგრძელა ხოჭოების მსგავსების კოეფიციენტები. დაგვეზუსტებინა აქ გავრცელებული ცხვირგრძელა ხოჭოების კვებითი კავშირები; გამოგვეყო სასოფლო- სამეურნეო კულტურების და ტყის მერქნიანი მცენარეების მავნებელი დომინანტი სახეობები; განსაკუთრებული ყურადღება გაგვემახვილებინა ვაშლის და შაქრის ჭარხლის მავნე ცხვირგრძელა ხოჭოებზე,